2024 წელს სოციალურ დახმარებას მოსახლეობის 18.1 პროცენტი იღებდა - საქსტატი

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია 2024 წლის მონაცემებზე.

როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, იგივე საარსებო შემწეობას 671 337 ათასი ადამიანი იღებდა.

აქედან 222 618 ათასი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაშია ჩართული.

უწყების ინფორმაციით, ჯამში, გასულ წელს შემწეობას მოსახლეობის 18.1%-ით იღებდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.4%-ით არის გაზრდილი.

2023 წელს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში 656 128 ადამიანი იყო ჩართული.