1746351313
„ვიცი, სანამ ცოცხალი ვარ, განწირული ვარ თქვენი დოგმების ქარცეცხლისთვის” - მეგი გოგიტიძე მიმართვას ავრცელებს

მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკუთარი შემოქმედების შესახებ წერს.
„არ დავეძებ დიდებას, რამეთუ ვიცი სანამ ცოცხალი ვარ განწირული ვარ თქვენი დოგმების ქარცეცხლისათვის... მაგრამ ჩემს სიტყვებს საუკუნე შეინახავს საუკუნეში და თქვენი თუ არა თქვენი შვილების გულებში იპოვის თბილ ადგილს და მზესავით გამოანათებს”, – წერს მეგი გოგიტიძე.
ცნობისთვის, ვლადიკავკაზში ქართველი მომღერლების, დათო კენჭიაშვილისა და მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა.