ავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნები

ლენტა

ცოტა ხნის წინ, კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობდეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

✕