რა ინფორმაცია ვრცელდება ამ დროისთვის ნეპალში ახალ წყალდიდობაზე

ნეპალი

ნეპალში წყალდიდობა მოხდა. დედაქალაქ კატმანდუდან დაახლოებით 60 კილომეტრში, გორხას რაიონის სოფელ ჩუმნუბრიში მშრალმა მეწყერმა მდინარე ბუდჰი განდაკი გადაკეტა.

ხელისუფალთა მონაცემებით, წაღებულია 4 დაკიდებული ხიდი და 12 სახლი, დაზიანდა ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურიც. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, 5 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

აგვისტოში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბური წყალდიდობა მოხდა, რა დროსაც 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაკარგულად ითვლება.

✕