„მთელ საქართველოს გიჩოქებთ, გთხოვთ, დამეხმარეთ! იქნებ ვუშველო ჩემს შეშინებულ შვილს” - გაბრიელის დედა საზოგადოებას მიმართავს

დავეხმაროთ გაბის

გაბრიელ ნიშნიანიძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ის სასწრაფოდ უნდა გაემგზავროს გამოკვლევებზე თურქეთში. გაბის დედა, თამუნა იარაჯული შვილის მდგომარეობაზე წერს:

„ჩემი ტვინიც კი ვეღარ იტანს ამას, რაც გაბრიელის თავს ხდება.
ყოველ დღე უფრო და უფრო ჯოჯოხეთი ხდება ჩემი ცხოვრება. ხალხო, მიშველეთ გთხოვთ. გაბრიელს აღმოაჩდა რამდენიმე ჯანმრთელობის პრობლემა (წინასწარ ვერ ვწერ, არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს ყველფერი აქვს წინ).

ორშაბათს უნდა ვიყოთ თურქეთში. მოკლედ, ილოცეთ. დამეხმარეთ, ვისაც სესხება შეგიძლიათ, სადამდე, მეც არ ვიცი, რადგან არ სრულდება ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემები. დამეხმარეთ, გთხოვთ. მთელ საქართველოს გიჩოქებთ. არ არსებობს რამე, რასაც ახლა გაბრიელის გამო არ გავაკეთებ.

ორ კლინიკაში უნდა გამოვუკვლიო დიაგნოზი. ბავშვმა რვა თვეა, რაც ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და კიდევ ოპერაციას ვერ შეძლებს. ადამიანებო, ვისაც ჩემგან ერთი კარგი მაინც გახსოვთ, გაიზიარეთ გაბრიელის, ერთი 12 წლის ბავშვის გადასარჩენი პოსტი, რადგან ვეღარ უძლებს და ვერ გაუძლებს, თუ მალე არ მივხედავთ ყველა ერთად.

ძალიან მეშინია, რომ ვერ გავუძლო მე ამ ყველაფერს და ვერ მივიყვანო გაბრიელი თურქეთამდე, ძალიან მიჭირს უკვე ამ სიმწარეში ცხოვრება. არაფერი ჩვენთვის არ არსებობს, გარდა ტანჯვისა, თითო ლარი რომ ჩარიცხოთ, ან გაიზიაროთ, იქნებ ვუშველო ჩემს შეშინებულ შვილს, რომელიც ცხოვრებამ არ დაინდო და ამდენი რამე დაემართა.

მძულს ამ წუთას საკუთარი თავი, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობ, გაბრიელი რომ კარგად გახდეს, ისეთი ლაღი და ბედნიერი, როგორიც უნდა იყოს ბავშვი. არ ვოცნებობ, უნდა შევძლო შეუძლებელი. არ არსებობს, დავთმო გაბრიელი. მერამდენედ დავაძინეთ იმ იმედით, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად, იქნებოდა კარგი პასუხი, მაგრამ… მაპატიეთ, დამეხმარეთ”.#GE33BG0000000101172380თამარ იარაჯული#GE62TB7477945066300001ავთანდილ ნიშნიანიძე