ზოდიაქოს 2 ნიშნისთვის, 2026 წლის 4 თებერვლიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეტაპი დაიწყება
1770227804
ალექსანდრე მიქელაძეს, რომელი ბათუმში 2025 წლის 16 იანვარს დაიკარგა და ამ დრომდე ეძებენ, 16 წლის გახდა. დაკარგული მოზარდის დედა ნათია დიაკვნიშვილი შვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
„ალექს, დე, ჩემო უკიდეგანო მონატრება... ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე. გილოცავ შენ დღეს, ჩემო სიამაყე! ნეტა როგორი ხარ ახლა, დე...
რომ იცოდე დე, როგორ მინდა დავიძინო და მხოლოდ მაშინ გამეღვიძოს, როცა ისევ 3 ცალს ერთად გიხილავთ...
უფალს და დედა ღვთისას ვევედრები, რომ დაგიცვან, დაგიფარონ და გაგინათონ, ჩემკენ სავალი გზა..“, - წერს ნათია დიაკვნიშვილი.