დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი სოციალურ ქსელში ძაღლის ფოტოს აქვეყნებს და ეჭვობს, პატრონმა ოთხფეხა მეგობარი დაკარგა, რომელიც ახლა მასთანაა შეფარებული. ძაღლი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელია და როგორც მომღერალი ამბობს, მზრუნველობას არ მოაკლებს:
„საღამო მშვიდობის მეგობრებო, ეს უსაყვარლესი არსება ჩემი სახლის კართან იწვა. შემოვიპატიჟე გემრიელად ივახშმა, წყალიც დავალევინე და თბილადაც არის, არც მზრუნველობას მოვაკლებ და არც გემრიელ საკვებს, არც სიყვარულს დავიშურებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მას პატრონი ჰყავს და ძალიან განიცდის მის დაკარგვას.
თუ ჩუღურეთის რაიონში ვინმემ დაკარგეთ ეს გოგონა, მე მყავს და არ იდარდოს, ჯანმრთელია, კარგად არის. იქნებ გადააზიაროთ და ნომერს დავწერ პირველ კომენტარში დაუკავშირდით და დედოფალივით მოვაბრძანებთ და თუ გადააზიარებთ უფრო დაგვეხმარებით“, - წერს დათო კენჭიაშვილი.