ზაფხულის ტურისტული სეზონი ძალიან კარგად დაიწყო - ირაკლი ჭიღლაძე

ირაკლი ჭიღლაძე-

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროების დატვირთვა გაიზარდა. სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA Group-ის დამფუძნებლის, ირაკლი ჭიღრაძის თქმით, გასულ წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

“თბილისში ზაფხულის ტურისტული სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. წინა წელთან შედარებით 20%-იანი ზრდა გვაქვს. ძირითადი ქვეყნები, საიდანაც ჯავშნებს ვიღებთ, არიან: ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ევროპის ქვეყნები. ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე ფართოდ პოლონეთია წარმოდგენილი, რომელსაც იტალია, საფრანგეთი და გერმანია მოსდევს”.

ირაკლი ჭიღრაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ყურის ქვეყნებიდან მოიმატა ჯავშნებმა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ ტუროპერატორებთან ჩარტერული ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით.

„ზოგადად, ყველა რეგიონის ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით რომ შევაჯამოთ, თბილისს, ახალციხეს, წყალტუბოსა და ყაზბეგს ექნება განსაკუთრებით ძალიან კარგი სეზონი. ვგულისხმობ იმას, რომ გასულ წელთან შედარებით 20-25%-იანი ზრდა გვექნება. რაც შეეხება გუდაურს, ბაკურიანსა და გორს, ვფიქრობ, 7-დან 9%-მდე ზრდას შევძლებთ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა ირაკლი ჭიღრაძემ.