„მიყვარხარ მამიკო...“ - ბიზნესმენ თემურ უგულავას უმცროსი შვილის ემოციური წერილი მამას
1782935376
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კრწანისის რაიონში, ჩახრუხაძის ქ. N2-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 7/1/2026 22:00 საათიდან 7/2/2026 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ყავლაშვილის, ვერცხლის N 19-21 (კენტებს), ანტონ კათალიკოსის N 32-34 (ლუწებს) და ჩახრუხაძის N2, ერეკლეს მოედანს.
კრწანისი, გიორგი გურამიშვილის ქ. N11-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/1/2026 17:00 დან 7/2/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგი გურამიშვილის ქუჩას, გიორგი გურამიშვილის 1 და 2 შესახვევს და გორგასლის ქ. N73.
ნაძალადევი, კავთისხევის ქ. N16-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 7/1/2026 20:15 დან 7/2/2026 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ხევსურეთის 2-14, 1-15, ლეჩხუმის 1-15, 2-16, კავთისხევის, დეპოს, წმინდა მელქისედეკის ქუჩებს.