რა მოხდა ორთაბრძოლის შემდეგ - გეიჯისა და თოფურიას კადრი, რომელიც ეთერში არ მოხვდა
1781638409
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, 17 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, გულუას ქუჩა N4-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, სამუშაოების 17 ივნისის საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 ივნისს, საღამოს 22:00 საათიდან 18 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში - გულუას, დავითაშვილის, ცოლიკაურის, ჟორდანიას, გორგასლის ქუჩებს ჩიხებით და შესახვევებით
ისნის რაიონში - დოდაშვილის, წულაძის, ბერი გაბრიელ სალოსის და ჰორბრუკის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.