1794335578
წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
მთაწმინდა, ბესიკის ქ. N14 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/10/2026 23:00 საათიდან 11/11/2026 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზალდასტანიშვილის, 8 მარტის, სარაჯიშვილის, აბაკელიას, ცხემის ქუჩას და ჩიხს, არსენას ქუჩა12 - 13, ზაალ ქიქოძის, ჭავჭავაძის 9,10, 11,12, ზუბალაშვილების, ბესიკის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, გრიბოედოვის, 2-დან - 16- ჩათვლით, 1 დან -17 ჩათვლით, მიტროფანე ლაღიძის, რუსთაველის 16, 22, 24 -ს.









