„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა...“ - თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1793390276
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს შუქი გაითიშება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სხირტლაძის, მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, ბარათაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გეგეჭკორის, ოთარ ჩხეიძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, "ნატბეურების" დასახლების, გრიგოლ ფერაძის, ყურაშვილის, გოდერძი ჩოხელის, გელოვანის, ციციშვილის, ძიძიგურის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.