შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

შუქი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 5 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი რაიონებისა და ქუჩების მიხედვით ასეთია:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ფაღავას, ლადო მესხიშვილის, ცისკრის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ასმათის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, მუხრანის, ჩარგლის, ტიბაანის, თიანეთის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, ბეინაშვილის, დავით გარეჯელის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI კვარტლების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ბაბუციძის, ქინძმარაულის, თავკვერის, რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.