საბურთალოს რაიონში, ბენდელიანის ქუჩაზე საყრდენი კედელი მოეწყობა

საბურთალო

საბურთალოს რაიონში, ბენდელიანის ქ. N4-ის მიმდებარედ, ფერდის დამჭერი კედელი მოეწყობა, რომლის სიგრძე 50 მეტრი იქნება.

პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 358 165 ლარით დაფინანსდა.

მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.