ცვლილება სექტემბრიდან ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის
1776371386
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.
აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.