„ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1776457074
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ – მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში გასასვლელად რუს ქსენია გალიტსკაიას დამატებით დროში მოუგო და სერბ მარიცა პერისიჩს დაუპირისპირდება.
შავდათუაშვილმა კოსოვოელი აკილ ჯაკოვა დამატებით დროში იპონით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ფრანგ ჟან-ბეჟამინ გაბას შეხვდება.
მერვედფინალში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ).
შეჯიბრების მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 73 კგ-ში, ქალებში კი 57 და 63 კგ-ში.