ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, ჩამონათვალი

ნათურა

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IVმიკრორაიონის, ღლონტის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, მაჩაბლის და იაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.