„მიყვარხარ მამიკო...“ - ბიზნესმენ თემურ უგულავას უმცროსი შვილის ემოციური წერილი მამას
1782935376
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 2 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონების I კვარტლის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონების I კვარტლის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ლითონკონსტრუქციების დასახლების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), თეოფანე დავითაიას, ხელოვანთა, შალვა მშველიძის, ნიკო მუსხელიშვილის, შანდორ პეტეფის, ზურაბ პატარიძის, ემზარ სულაქველიძის და ალუბლების ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.