ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
1774020633
ბრაზილიელი მსუბუქწონოსანი მაურისიო რუფი მადლიერია UFC-ის თეთრ სახლში დაგეგმილ ქარდზე გამოსვლის შესაძლებლობისთვის და აპირებს, ორგანიზაციის ნდობა ამერიკელ მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლაში გაამართლოს.
„მადლობა უნდა გადავუხადო ჰანტერსა და დენას. მაისში ორი წელი სრულდება, რაც UFC-ში გამოვდივარ და ჩემი ოცნება უკვე ავიხდინე. დიდ პატივს ვცემ ჩენდლერს არა მხოლოდ როგორც მებრძოლს, არამედ როგორც ოჯახის კაცს. ის ძალიან სახიფათო მეტოქეა. ერთი რამის თქმა შემიძლია: იქ საუკეთესო ფორმაში გავალ და ჩენდლერი რუფის საუკეთესო ვერსიას შეხვდება. ჩემს ყველა ბრძოლაში მუდმივად ნოკაუტს ვეძებ და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება...“