1774162027
VIDEO: მსოფლიო პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სამების ტაძარში
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.
მსახურებას კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს.
წესის აგების დაწყებამდე იგი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს შეხვდა და დალოცა.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.












