1774178721
წმინდა სინოდმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გარდაცვალების შემდეგ, განსაკუთრებული ღვაწლისთვის წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდა კვართის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმისას ისაუბრა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ეს არის განსაკუთრებული ჯილდო საქართველოს ეკლესიის სიტორიაში, რომლითაც აქამდე არავინ დაჯილდოებულა, რაც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განსაკუთრებული ღვაწლის გამოხატულებაა.
"სრულიად საქართველოს მსახურება შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე. თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში სინას მთაზე თქვენი ლოცვა წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას, ასევე თქვენი ლოცვით დაგვირგვინდა ავტოკეფალური მოძრაობა. ყველა თქვენი დამსახურების მოწიწებით გამოხატულებაა წმინდა სინოდის მიერ თქვენი დაჯილდოება წმინდა კვართის ორდენით, რომელიც არის და იქნება საქართველოს მართმადიდებლული ეკლესიის ყველაზე უფრო საპატიო ჯილდო, განსაკუთრებული ღვაწლისა და წარჩინების ნიშანი, რომლითაც დღემდე არავინ დაჯილდოებულა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანანიამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში ამ წუთებნში დაკრძალავენ. პატრიარქმა სიცოცხლეშივე თავად ინება, რომ სწორედ სიონის ტაძარი ყოფილიყო მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილ,ია მეორე, 93 წლის ასაკში, 17 მარტს აღესრულა.












