„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „ბილბაოსთან“ მატჩის შემდეგ, ქართველი მეკარე „ღამურებს“ დაემშვიდობა და მის წასვლას ცნობილი ესპანური გამოცემა, Marca გამოეხმაურა.
„ფოტოები, რომლებიც გამოვიყენეთ, გიორგი მამარდაშვილის შესახებ დიდ ინფორმაციას გვაწვდის. მარცხენა ფოტო 2021 წლის 13 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც მან ვალენსიაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. გიორგი 21 წლის იყო და ხოსე ბორდალასმა პასუხისმგებლობა დააკისრა. მისი პირველი ნაბიჯი ხეტაფესთან ჩანიშნული ურთულესი შეხვედრა იყო... სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმებმა ბორდალასს გაბედული გადაწყვეტილება მიაღებინა და გამოუცდელ ქართველ მეკარეს ენდო. ეს იყო გამოწვევა და გამოწვევებთან გამკლავება ხომ მამაცი ადამიანების საქმეა...“