1746733863
ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებ - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

სომხეთის გუნდთან გასამართი ერთა ლიგის ფლე-ოფის საპასუხო შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე’’ პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი:
„ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ხვალ არ ითამაშებს. კაშიას დაბრუნების მიუხედავად, ტაქტიკაში ცვლილებებს არ ვაპირებთ. შემადგენლობაში კორექტივებს შევიტან, რადგან გუნდში მაღალი კონკურენციაა. მე როგორც მთავარი მწვრთნელი, პრივილეგირებულ პოზიციაში ვარ, რადგან კონკრეტულ პოზიციაზე ბევრი მოთამაშე მყავს და თითოეული მათგანის მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება“.