1746733863
ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი ჩვენი საქმე არ არის, შეგვიძლია, ვურჩიოთ მათ დაძაბულობის შემცირება, მაგრამ ჩვენ არ ჩავერევით -ჯეი დი ვენსი

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი ჩვენი საქმე არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვენსის თქმით, ინდოეთმა და პაკისტანმა დაძაბულობა უნდა შეამცირონ, თუმცა, აღნიშნა, რომ აშშ-ს არ შეუძლია, ბირთვული იარაღის მქონე მეზობლების კონტროლი.
„ჩვენ გვსურს, ეს სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად განიმუხტოს, თუმცა ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ ქვეყნებს. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ვურჩიოთ მათ დაძაბულობის შემცირება. ჩვენ არ ჩავერევით ისეთ ომში, რომელიც ფუნდამენტურად ჩვენი საქმე არ არის და არაფერი აქვს საერთო ამერიკის შესაძლებლობასთან, გააკონტროლოს ის. ჩვენი იმედი და მოლოდინია, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო ფართო რეგიონულ ომში ან, ღმერთმა დაგვიფაროს, ბირთვულ კონფლიქტში“, – განაცხადა ვენსმა.