1746733863
კარგი საუბარი მქონდა ზელენსკისთან, მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, რათა გააძლიეროს მისი პოზიცია მოლაპარაკებებისას - ურსულა ფონ დერ ლაიენი

კარგი საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდეტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა უკრაინის გვერდით იქნება და ხელს შეუწყობს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას.
„მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, რათა გააძლიეროს მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი შეუწყოს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.