1772649900
„შეცდომები დავუშვი, უშუალოდ მასთან ჩხუბისთვის არ მივარჯიშია“ | მერაბი იანზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, არიელ ჰელვანისთან პიოტრ იანის შესახებ ისაუბრა. „მანქანამ“ აღიარა, რომ მეორე ორთაბრძოლაში შეცდომები დაუშვა და აპირებს, ტრილოგიისთვის განსხვავებულად მოემზადოს.
„2025 წელს ოთხი ბრძოლის გამართვას არ ვნანობ. ვფიქრობ, ხალხმა ამ დაპირისპირებით სიამოვნება მიიღო და ბედნიერი ვარ, რომ ოქტაგონში შევედი. უნდა ვაღიარო, იანი კარგი მებრძოლია. ორთაბრძოლის შემდეგ UFC დამიკავშირდა და მითხრა, რომ ქამრისთვის ვიჩხუბებ.
ჩვენი პირველი ბრძოლისას მისი დამარცხება მარტივი ნამდვილად არ იყო, მეორეში კი შეცდომები დავუშვი. ორთაბრძოლის სტარტზე ვეცადე, მის თამაშში — კრივში მიმეყენებინა ზიანი, რის შემდეგაც თეიქდაუნების შესრულების საშუალება აღარ მომცა. ამ დროს საკუთარ თავს ვუთხარი: „არ მაინტერესებს, უბრალოდ ამ ჩხუბით სიამოვნებას მივიღებ.
მტკივნეული დარტყმები მომაყენა. ჩხუბის ბოლოსკენ მუშტებით ვანიშნე, ვიჩხუბოთ-მეთქი და თეიქდაუნი შემისრულა. მახსოვს, გავიფიქრე: „ახლა მოჭიდავეც გახდა“. იანის პირველი რამდენიმე თეიქდაუნისას მახრჩობელა ილეთის გაკეთება ვცადე. გილიოტინა კარგად გამომდის და ბევრი დამიმარცხებია, მაგრამ პიოტრს არარეალურად ძლიერი კისერი აქვს. შემდეგში ვეცდები, აღარ მოვახრჩო...“












