1772649900
ავსტრალიის ერთ-ერთ შტატი დასაქმებულებს კვირაში 2 დღის განმავლობაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას დაუკანონებს
ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც შტატის ტერიტორიაზე დასაქმებულებს კვირაში 2 დღის განმავლობაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას დაუკანონებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანონები, რომლების 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, ადამიანებს მისცემს საშუალებას, მასზე დაკისრებული მოვალეობები შინიდან გაუსვლელად შეასრულოს.
„სახლიდან მუშაობა სასიკეთოდ წაადგებათ ოჯახებს, რადგან ეს დაზოგავს დროსა და ფულს, გარდა ამისა, უფრო მეტ მშობელს მიეცემა დასაქმების შესაძლებლობა”, –აცხადებს ვიქტორიის შტატის პრემიერი ჯასინტა ალანი.












