VIDEO: კენჭისყრა დაიწყო - პირდაპირი ეთერი სამებიდან
1778497810
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო ოსტიგორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ნორვეგიელმა უკანახაზელმა საინტერესო ისტორია გაიხსენა და არ დამალა, რომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ „პარტენოპეი“ ქართველ ფეხბურთელს იფორმებდა.
„სანამ ნაპოლისთან კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, კლუბის სპორტულ დირექტორთან ვიყავი და მან მითხრა: „საქართველოდან ერთ ბიჭს ვიფორმებთ, ის ჩემპიონატს მოგვაგებინებს“. ჩემი რეაქცია კი ასეთი იყო: „რა ჯანდაბაა, საქართველოდან? ვის? მის შესახებ არაფერი მსმენია“.
ამ საუბრის შემდეგ გვქონდა პირველი სავარჯიშო კვირა და ყველაფერს მივხვდი. მახსოვს, ჩემს მშობლიურ ქალაქში მეგობრებს დავურეკე და ვუთხარი: „ბიჭებო, კარგად დაიმახსოვრეთ სახელი, რომელსაც ახლა გეუბნებით — ეს ბიჭი ამ ჩემპიონატში ყველას გადაუვლის“.