როგორ იპოვეს უცნობი ქართველი თავდამსხმელი | AS-ის სტატია გულიაშვილზე

გიორგი გულიაშვილი

გიორგი გულიაშვილმა „რასინგის“ მაისურით ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და „კასტელონთან“ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის თამაში ესპანურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ავტორიტეტულმა AS-მა მას სტატია მიუძღვნა.  

რასინგის“ სპორტულმა დირექტორმა გარისკა და მანამდე უცნობი ქართველი თავდამსხმელი გაიფორმა, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში თამაშობდა და რომელიც ერთ-ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა აღმოაჩენინა. გულიაშვილის ტრანსფერმა გაამართლა და გიორგიმ კასტელონთან დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

„რას აკეთებს რასინგი და რატომ იფორმებს ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში თამაშობს?“ — ეს კითხვა სანტანდერელ გულშემატკივრებს აუცილებლად გაუჩნდებოდათ მას შემდეგ, რაც ჯერემი არევალო „შტუტგარტში“ წავიდა, ასიერ ვილიალიბრემ ტრავმა მიიღო, ხოლო ხონ კარიკაბურუზე მიღებული უამრავი შეთავაზების ფონზე, ჩემა არაგონმა გიორგი გულიაშვილი გაიფორმა. გულიაშვილი „სარაევოდან“ წაიყვანეს და დრომ აჩვენა, რომ სპორტული დირექტორი არ შემცდარა...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე