1769284719
„ქართველები უშიშარი ხალხი ვართ“ - ფერეიდნელი ქართველის გმირობა ევროპირველობაზე
ლატვიაში მიმდინარე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ხორვატიას ფრედ, 2:2 ეთამაშა.
შეხვედრის მთავარი გმირი ჩვენი გუნდის მეკარე, ალი ასლანი გახდა, რომელმაც 33 მოგერიება შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც გადაეცა. ალი ასლანიმ თამაშის დასრულების შემდეგ თავისი პერფორმანსი UEFA-სთან შეაჯამა.
„შესანიშნავი თამაში იყო... პირველ მატჩში, ლატვიასთან განცდილი მარცხის (0:4) და წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ყველაფერი გამოსწორდა. როდესაც კარგად ვთამაშობ, ეს ნიშნავს, რომ მთელი გუნდი კარგად თამაშობს; ეს გუნდური სპორტია და არა მხოლოდ ერთი მოთამაშის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები და ძმები არიან.“











