ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
რამდენიმე საათში, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ისტორიაში პირველად, 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს.
ტურნირის დაწყებამდე, ცნობილი ესპანური გამოცემა, El Mundo იმ ვარსკვლავების შესახებ წერს, რომლებიც მუნდიალზე ვერ იასპარეზებენ და ბუნებრივია, გამოცემის ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელიაც მოექცა. ამ ფეხბურთელების სიას სწორედ ქართველი შემტევი ხსნის.
რას წერს El Mundo კვარაზე:
„ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ერთხმად აღიარეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად, მსოფლიო ჩემპიონატისთვის თვალის დევნება სახლიდან მოუწევს. ეს რთულად მისაღები სიტუაციაა პსჟ-ის გარემარბისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრების სისუსტის გამო დაიჩაგრა...“