„ლაშას არაფერი დაუშავებია, ილიამ ძალიან გამახარა“ - დვალის და ბერიაშვილის აგენტის კომენტარი 

ლაშა-ილია

უკანასკნელი წლების განმავლობაში ცნობილი აგენტის, ლაშა ოდილაძის სახელს არაერთი ქართველი ფეხბურთელის სოლიდურ ევროპულ კლუბში ტრანსფერი უკავშირდება. ბუდუ ზივზივაძე, ლაშა დვალი, ილია ბერიაშვილი - ეს იმ მოთამაშეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ოდილაძესთან თანამშრომლობენ და ეს უკანასკნელი მედიის წარმომადგენლებთან მუდამ კონტაქტურია, რაც ნამდვილად დასაფასებელია. Crystalsport-თან ინტერვიუში მან დვალთან დაკავშირებულ გაუგებრობაზეც ისაუბრა, რომელზეც ვილი სანიოლმა საყვედურები საჯაროდ გამოთქვა და ასევე ბერიაშვილის ნაკრებში გამოძახებითაც სიხარული ვერ დამალა.  
ლაშა ოდილაძე:

„ილია ბერიაშვილი მიმდინარე სეზონში და წინა წლებშიც უმაღლეს დონეზე თამაშობდა და მისი საქართველოს ნაკრებში გამოძახება სრულიად დამსახურებულია. პატარა ასაკიდანვე ის საოცარი სისწრაფით გახლდათ დაჯილდოებული, უნგრეთში გადაბარგების შემდეგ კი ტაქტიკურად და ფიზიკურადაც დაიხვეწა.“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე