ჯორჯინა ილია თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვს - რას წერს ესპანური მედია
1763404635
გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტუბმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იპოვიან გზას ბელგიის შეშფოთებაზე საპასუხოდ, რომელიც ეხება გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას.
სტუბის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერსშეხვდება. ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპულ ქვეყნებს შორის სოლიდარობის და უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას.
„ვფიქრობ, ბევრმა ევროპელმა ლიდერმა გაიგო ბელგიის შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პოლიტიკური, ასევე იურიდიული. იმედი მაქვს, რომ როდესაც ლიდერები დეკემბერში შეიკრიბებიან, ეს გადაწყვეტილებები მოიძებნება, რადგან უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის დაფინანსება მისი არსებობისა და გადარჩენისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა სტუბმა.