„ჩემო ხატია...“ - ქეთა თოფურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1774465624
გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს. 38 წლის ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ეროვნული გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 2 ივნისს, კაშია რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ დაგვემშვიდობება.
„ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს.
ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის — საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის...“