„ჩემო ხატია...“ - ქეთა თოფურია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1774465624
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია Ligue 1+-ის გადაცემის სტუმარი იყო. „ნაპოლის“ ექს-დამრიგებელს ქართველი ფეხბურთელის შესახებ ჰკითხეს და გარსიამ „კვარა“ შეაქო.
შეკითხვა: „როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, აშკარაა, რომ ლუის ენრიკეს რაღაც გამოსდის. მან მოახერხა და ქართველ გარემარბს დაცვაში აქტიურად ათამაშებს, რასაც „ნაპოლიში“, როდესაც ბატონი რუდი გარსია მთავარი მწვრთნელი იყო, ის ხშირად არ აკეთებდა.“
პასუხი: „მას დრო სჭირდებოდა, რათა ბოლომდე გადაეხარშა ის, რაც წინა სეზონში მოხდა. ჩემ მისვლამდე ისინი იტალიის ჩემპიონები გახდნენ და მივიღეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც უეცრად აფეთქდა და სკუდეტო მოიგო. მას დრო სჭირდებოდა, რათა ყველაფერი გადაეხარშა, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ფანტასტიკური ფეხბურთელია...“