ჩხუბისთვის მზადებას იწყებს? | ახალი ინფორმაცია თოფურიაზე

თოფურია

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ ილია თოფურიასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „ელ მატადორი“ ოქტაგონში სავარაუდოდ ზაფხულში დაბრუნდება და მან პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა.

კოლმენეროს მიხედვით, ხესუს გალიო, რომელიც თოფურიას ფიზმომზადების მწვრთნელია, უკვე მადრიდში იმყოფება. გალიო მაიამიში ცხოვრობს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრინდა, რათა ილიას მომდევნო ჩხუბისთვის მომზადებაში დაეხმაროს.

განაგრძე კითხვა

https://www.crystalsport.ge/news/82477-chkhubistvis-mzadebas-itsqebs--akhali-inpormatsia-topuriaze