„ბევრს მუშაობს და სწრაფია“ | სენტ-ეტიენის ექს-მოთამაშემ ზურიკო შეაქო

ზურიკო დავითაშვილი

„სენტ-ეტიენის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პასკალ ფეინდუნომ ზურიკო დავითაშვილი შეაქო. ფეინდუნო გამოცემა Top Mercato-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ლიგა 1-ში დასაწინაურებლად სწორედ ზურიკოსნაირი მოთამაშეა საჭირო.

„ზურიკოს სტილი ძალიან მომწონს. შეუპოვარია, ბევრს მუშაობს და სისწრაფითა და ოსტატურობით გამოირჩევა. ლიგა 1-ში დასაწინაურებლად საჭიროა, გყავდეს ფეხბურთელები, რომლებიც სეზონში მინიმუმ 15 გოლს გაიტანენ. „სენტ-ეტიენს“ ზურიკოს სახით სწორედ ასეთი მოთამაშე ჰყავს...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე