„ბევრი ნიჭიერი მინახავს, მისი განვითარებით უკმაყოფილო ვარ“ - ჯიკიჩმა ხატიაშვილზე ისაუბრა

ჯიკიჩი

ალექსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა კიდევ ერთი უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარა და 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. დანიასთან (89:60) მოგებული შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე 54 წლის სერბმა სპეციალისტმა მატჩის შეფასების გარდა, მათე ხატიაშვილზეც ისაუბრა და ამომავალ ქართველ ვარსკვლავზე საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა.  

„ის 17 წლისაა და კლუბი არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენთან უფრო მეტი დრო გაატაროს. „ბასკონიამ“ მათე პირველ მოსამზადებელ ეტაპზე თბილისში არ გამოუშვა. ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ ბევრი სამუშაო აქვს. პირველ რიგში, თავის სხეულზე. ორი წელია ვიცნობ და მისი განვითარებით კმაყოფილი არ ვარ. თუ სურს პროფესიონალი მოთამაშე გახდეს იმ დონეზე, სადაც თამაშის პოტენციალი აქვს, მაშინ გარკვეული რაღაცები უნდა გაითვალისწინოს. ნიჭიერია? კი, მაგრამ 1991 წლიდან ვმუშაობ მწვრთნელად და უამრავი ნიჭიერი ბავშვის მაგალითი მინახავს, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო პოტენციალი ბოლომდე არ გამოუვლენია...“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე