„არ მგონია ლივერპულმა ეს გააკეთოს“ - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაზე

მამარდაშვილი

ჟურნალისტმა პიტ ო'რურკმა მნიშვნელოვანი სიახლე გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, განიხილავს თუ არა „ლივერპული“ მომავალ ზაფხულს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შემოსულ შეთავაზებებს.  

ქართველმა მეკარემ „ენფილდზე“ ალისონის საიმედო შემცვლელის რეპუტაცია დაიმკვიდრა. ბრაზილიელის ტრავმების გამო, ამ სეზონში მას საკმარისი სათამაშო დრო მიეცა.  

მამარდაშვილი გუნდში იმ მიზნით მიიყვანეს, რომ ალისონის წასვლის შემდეგ „ლივერპულის“ პირველი ნომერი გამხდარიყო, თუმცა ბრაზილიელი მერსისაიდულ კლუბში კიდევ მინიმუმ ერთი წლით დარჩება - კლუბმა მის კონტრაქტში არსებული 12-თვიანი დამატებითი გახანგრძლივების პუნქტი აამოქმედა.

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე