მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა - რა ქონებას ფლობს ქართველი ბიზნესმენი

მიხეილ ლომთაძე

ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა. ამ დროისთვის ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი Bloomberg-ის სიაში 496-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 5.32 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა ის დღეს რეიტინგში ისევ დაბრუნდა.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, მიხეილ ლომთაძე ამ სიაში 2021 წლის აპრილიდან არის. ამ დროისთვის Forbes-ის მიხედვით, ლომთაძე რეიტინგში 584-ე ადგილზეა, ის 4.8 მლრდ დოლარს ფლობს. სრულად

ასევე ნახეთ:

„ვაიმე, ეს რა ცუდი ამბავი გავიგე“ - გლოვობენ 20 წლის გოგოს, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა

რა თანხა ენიშნება 18 წლამდე პირს მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში

„მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა...“ - დააკავეს შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელი