როგორი ამინდი იქნება საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები
1791490220
ოქტომბერი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ცვლილებებით დატვირთული პერიოდი იქნება. ასტროლოგების პროგნოზით, ვერძებს, კუროებსა და ტყუპებს შესაძლოა, ადრე დაგეგმილი საკითხების გადახედვა და ახალი გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოთ. ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებას - პირად ურთიერთობებს, სამსახურს, ფინანსებსა და ოჯახურ ცხოვრებას შეეხება:
ვერძი - მოულოდნელი გარემოებები გეგმებს შეცვლის
ვერძებისთვის ოქტომბერში ერთ-ერთი მთავარი თემა პირადი ცხოვრება იქნება. ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი გარემოებები შესაძლოა, ურთიერთობებისა და სამომავლო გეგმების მიმართ შეხედულების შეცვლის მიზეზი გახდეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ახლო გარემოცვასაც ექნება.
ასტროლოგების თქმით, ვერძებს ფინანსური თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობებიც გამოუჩნდებათ. თუმცა, მნიშვნელოვანია, რეალისტურად შეაფასონ საკუთარი იდეები და მიზნის მისაღწევად საეჭვო გზებს მოერიდონ. ოქტომბერი ხელსაყრელი პერიოდი იქნება შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სპორტისა და დასვენებისთვის. ამასთან, ვერძებს განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მოუწევთ როგორც ოჯახისთვის, ისე სამსახურისთვის, ამიტომ შესაძლოა, მათ სხვადასხვა სფეროს შორის ბალანსის პოვნა დასჭირდეთ.
კურო - ცვლილებები სახლსა და ურთიერთობებს შეეხება
კუროებისთვის ოქტომბრის ცვლილებები, უპირველესად, სახლსა და საცხოვრებელთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. შესაძლოა, საჭირო გახდეს რემონტი, საცხოვრებელი სივრცის გადაკეთება ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამსახურისა და ჯანმრთელობის საკითხები. თვის პირველ ნახევარში კუროებს ახლობლებისგან მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
პირად ურთიერთობებში კი მეტი ყურადღება და თავშეკავება იქნება საჭირო. ასტროლოგები კუროებს ურჩევენ, ყურადღებით მოუსმინონ გარშემომყოფებს და საკუთარ სიტყვებსაც მეტი ყურადღება მიაქციონ. პარტნიორებსა და ახლობლებთან ურთიერთობების გადაფასების პროცესი შესაძლოა, თვის ბოლომდე გაგრძელდეს.
სიფრთხილე იქნება საჭირო მოგზაურობის დროსაც, განსაკუთრებით ოქტომბრის მეორე ნახევარში. ყურადღებას მოითხოვს ბავშვებთან დაკავშირებული საკითხებიც.
ტყუპები - ძველი გამოცდილება ახალ შესაძლებლობად იქცევა
ტყუპებისთვის ოქტომბერში მნიშვნელოვანი აღმოჩნდება წარსულში მიღებული გამოცდილება. შესაძლოა, ახლობლებმა, მეგობრებმა ან ნაცნობებმა ახალი საქმიანობა შესთავაზონ, რომელიც მათთვის უკვე ნაცნობ და წარმატებულ მიმართულებას დაეფუძნება.
ასტროლოგების პროგნოზით, ამ პერიოდში პერსპექტიული იქნება შემოქმედებითი პროექტები, საჯარო გამოსვლები და ლიტერატურული საქმიანობა. სამუშაოს მხრივ კი სასარგებლო შეიძლება, აღმოჩნდეს მგზავრობები და მივლინებები.
თვის შუა პერიოდში ფინანსურ სფეროში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ საკითხებში დახმარება შესაძლოა, ახლო გარემოცვისგანაც მიიღოთ.
მიუხედავად პროფესიული აქტიურობისა, ტყუპებს ოქტომბერში მნიშვნელოვანი ყურადღების დათმობა მოუწევთ სახლის, შვილებისა და პირადი ურთიერთობებისთვის. ამასთან, სასურველია, დრო მეგობრებისთვისაც გამონახოთ და გარშემომყოფთა რჩევებიც გაითვალისწინოთ.