რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო ინფორმაციას აზიარებს.
„აურის გამწმენდი სანთელი
უნდა დაწვათ 3 მარტს 15:33 წთ ან მის შემდეგ ორი კვირის მანძილზე(მთვარის დაბნელების დღეს) ან კლებად მთვარეზე,რომ იკლოს და წავიდეს ოჯახიდან ყველა უარყოფითი და მავნებელი ენერგიები.
მოკლედ ვიტყვი რა არის პროგრამული სანთლები
პროგრამული სანთელი არის სანთელი, რომელსაც აქვს თვისებების გარკვეული ნაკრები, რომელიც ახორციელებს თქვენს განზრახვას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს მისი შესრულებისთვის. ეს არის ფაქტობრივად მზა რიტუალი, რომელიც აქტიურდება და ამოქმედდება სანთლის დაწვით.
ინსტრუქცია:
როგორ ვწმინდავთ სახლს
ავიღებთ ჩვენს მაგიურ სანთელს,აუცილებლად ასანთით მოვუკიდებთ და ავანთებთ და ვიწყებთ სახლის შემოვლას ანთებული სანთლით ,შემოსასვლელი კარიდან, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით,აუცილებლად სავსე ან კლებად მთვარეზე,ყოველ კუთხეს მაქსიმალურად შემოვივლით,ცოტა დავაყოვნებთ ცეცხლს კუთხეებში ,სადაც სანთლის ალი უფრო ავარდება და სანთელი დაიწყებს მეტად წვეთას ,იქ მეტი დრო გაჩერდით,ასე Მთელი სახლი და ეზო გარემო შემოიარეთ,სანამდე არ დაუბრუნდებით საწყის წერტილს. ამის შემდეგ,გაწმინდეთ ოთახების ცენტრალურ ადგილებს,განსაკუთრებით გაწმინდეთ მაგიდის ზედა სივრცე და საწოლის სივრცე ,სადაც წყვილს სძინავს,რადგან ოჯახებში ყოველთვის ,ფინანსური თუ სხვა ყოფითი პრობლემების განხილვა ან მაგიდასთან ტრაპეზის დროს ხდება,ან საწოლში,როდესაც წყვილი დაწვება,აქედან კი წარმოიშობა კონფლიქტი და საწოლში გროვდება ნეგატივი.
როდესაც დავასრულებთ ამ რიტუალს,იატაკი და ყოველი მისი კუთხე მოწმინდეთ მარილიან წყალში დასველებული ტილოთ.(მარილი იდეალურია ,რომ იყოს ხუთშაბათის შავი მარილი,მომზადება ჯგუფში გასწავლეთ )...ამის შემდეგ,ისევ ისე ავიღებთ სანთელს და ახლა უკვე შემოვივლით სახლს საათის ისრის მიმართულებით,ეს უკვე სივრცის ჰარმონიზაციისთვის.იქონიეთ მხედველობაში,რომ ასეთი სანთელი აუცილებლად დაიწყებს ჩამოტირებას და დაამაგრეთ სანთელი რაიმე სადგამზე ან ქაღალდზე,(არ გააფუჭოთ იატაკი და მერე მე არ დამაბრალოთ",- წერს იოსელიანი.