რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ორმოცდაათი და მეტი წლის უწყვეტი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
მაია ბითაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის, როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო იმ ადამიანების დაჯილდოების ღონისძიებაში, რომლებმაც ნახევარი საუკუნე მიუძღვნეს სფეროს, რომელმაც დიდ პერიპეტიებს გაუძლო. დღევანდელი ღონისძიება ნათლად ადასტურებს იმას, თუ რაოდენ დასაფასებლები ხართ თქვენ - ადამიანები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში, უწყვეტი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურეთ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებ, რომ მომავალ თაობებსაც ექნებათ დარგისადმი ისეთივე სიყვარული, თავდადება და გამძლეობა, როგორიც თქვენ გამოგარჩევთ“, — აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მაია ბითაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, პირადად გადასცა ჯილდოები იმ თანამშრომლებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა ათწლეულებს მოიცავს.