ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი დასრულდა

გოგებაშვილის ქუჩა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი დასრულდა ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, საფეხმავლო ბილიკზე, კაფე-ბარებზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

დემონტაჟის შემდგომ ტერიტორია სრულად დასუფთავდა.

უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული სივრცის შექმნას.