ცნობილია, რა გახდა თურქი მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი
1781639562
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„თუ მოულოდნელად უიღბლობის პერიოდი დაიწყო - სცადეთ ეს მარტივი პრაქტიკა.
ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, შემდეგ კი თითქოს ვიღაცამ ღილაკს „ქაოსი“ დააჭირა.
გეგმები ირღვევა, ადამიანები გაღიზიანებენ, ფული იგვიანებს, განწყობა კი გაურკვეველი მიმართულებით ქრება.
ასეთ დროს შეგიძლიათ შეასრულოთ მარტივი პრაქტიკა მარილითა და წყლით.
აიღეთ: ერთი ჭიქა წყალი, 3 სუფრის კოვზი მარილი, გახსენით მარილი წყალში. 9-ჯერ მოურიეთ საათის ისრის საწინააღმდეგოდ - სიმძიმისა და ნეგატივის გასაშვებად,თან მშვიდად წარმოთქვით:
„საიდანაც მოვიდა - იქვე დაბრუნდეს. ყველაფერი უცხო, მძიმე და არასასურველი ჩემს ცხოვრებას მოშორდეს.“
შემდეგ ჭიქა საწოლის თავთან, ახლოს დატოვეთ მთელი ღამით. დილით წყალი ტუალეტში ჩაღვარეთ და ჩამორეცხეთ, თან წარმოიდგინეთ, რომ მასთან ერთად მიდის დაძაბულობა, წარუმატებლობა და დაგროვილი სიმძიმე. ამის შემდეგ სუფთა წყლით დაიბანეთ სახე და თქვით: „მე თავისუფალი ვარ. ჩემი დღე სიმსუბუქით, სიმშვიდითა და წარმატებით იწყება.“ დაე, ყოველგვარი სიმძიმე უკან დარჩეს, ხოლო იღბალი, სიმშვიდე და კეთილდღეობა კვლავ შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში.
ზოგჯერ ახალი ენერგიის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ძველის გაშვება",- წერს იოსელიანი.