საქართველოში დენგეს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
1779875490
ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
„26 მაისი სარკისებური თარიღი
...საჭირო თანხის სწრაფად მოსაზიდად
თუ ახლა სასწრაფოდ გჭირდებათ კონკრეტული თანხა, 26 მაისს შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტივი პრაქტიკა ფინანსური განზრახვის გასაძლიერებლად.
რა უნდა გააკეთოთ 26 მაისს
აიღეთ კალამი და მარცხენა ხელის გულზე დაწერეთ სასურველი თანხა.
ამის შემდეგ, დაწერილ თანხას ფრთხილად მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი.
შეკარით ხელი მუჭად და წარმოთქვით ეს სიტყვები:
„შაქარი ტკბილი - გზას მიხსნის, ფულს ჩემკენ სწრაფად იზიდავს.
რაც ხელისგულზე მიწერია - ის ჩემს ცხოვრებაში შემოდის.
სასურველი თანხა ჩემკენ მოდის, გზიდან დაბრკოლებებს აქრობს, დოვლათს ჩემკენ მომართავს.
როგორც შაქარი დნება და წყლით ჩამოირეცხება, ისე იხსნება ფულის გზა.
ფული მოდის მარტივად, სწრაფად, დროულად და სიკეთით.
მე ვიღებ საჭირო თანხას შიშის, ვალებისა და შფოთვის გარეშე.
დაე, ფულმა ჩემკენ ყველაზე სწრაფი და საუკეთესო გზა იპოვოს.
ასე იყოს. ჭეშმარიტად“.
ამის შემდეგ ჩამოიბანეთ შაქარი წყლით.
სანამ წყალი ხელისგულიდან შაქარს რეცხავს, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სურვილი უკვე გაეშვა სამყაროში, ხოლო ფული თქვენკენ უმოკლეს და ყველაზე უსაფრთხო გზას პოულობს",- წერს იოსელიანი.