1773951610
„წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენერგეტიკულად კონტრასტული კვირა გველოდება...“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. იგი ამჯერად მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„16-22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: წლის ყველაზე გარდამტეხი კვირა და ასტროლოგიური ახალი წელი!
წინ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენერგეტიკულად კონტრასტული კვირა გველოდება. ჩვენ თვალწინ სრულდება ძველი ასტროლოგიური ციკლი და იბადება სრულიად ახალი ეპოქა!
კვირა ორ რადიკალურად განსხვავებულ ნაწილად იყოფა:
პირველი ნახევარი (18 მარტის ჩათვლით): მთვარის თვის ბოლო დღეები. დროა შევაჯამოთ გასული ოთხი კვირის შედეგები, გავთავისუფლდეთ ყველაფერი ზედმეტისგან და წარსულის ილუზიებს დავემშვიდობოთ.
მეორე ნახევარი (20 მარტიდან): კვირის კულმინაცია! მზე გადადის ვერძის ნიშანში — დგება გაზაფხულის ბუნიაობა და ასტროლოგიური ახალი წელი! ამას ემატება მერკურის დირექტულ (სწორ) მოძრაობაში გადასვლა. მარტის გაურკვევლობებით სავსე, რთული ნაწილი უკან რჩება და ჩვენ წინაშე სრულიად ახალი, მსხვილი ამოცანები ყალიბდება.
როდის ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად ინფორმაციულ ქაოსთან და თაღლითებთან? რომელ დღეს არის კამათის დაწყება ყველაზე სახიფათო? და როდის უნდა დავაჭიროთ ფეხი გაზის სატერფულს თამამად?
თითოეული დღის დეტალური, სიღრმისეული ანალიზი და მოქმედების სტრატეგია უკვე გელოდებათ ჩემს პატრეონზე!“,- წერს რამაზ გიგაური.










