წყალი 23 საათამდე შეწყდა - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1785223697
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.
„დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველში ამ კვირის განმავლობაში, რაც კარგია, იმიტომ, რომ ეს ხალხს უწყობს მოლაპარაკებებს, ახალი საქმის დაწყებას, ურთიერთგაგებას, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად სტაბილურობას და სხვა სასიკეთო ტენდენციებს, მაგრამ საყურადღებო იქნება 29 რიცხვი.
ეს არის ოთხშაბათი დღე, 29 ივლისს ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა მერწყულის და ლომის ზოდიაქურ ღერძზე. მოდის ძალიან დიდი ენერგია სამყაროდან დედამიწაზე და ბევრი ადამიანი ამ ენერგიას აღიქვამს იმით, რომ გადაჰყავს აგრესიაში, ზედმეტი იმპულსურობა აქვს, ზედმეტი ემოცია, ამიტომ ეს ხშირად ქმნის კონფლიქტებს, ქმნის ტრავმულ ტენდენციებს, ცდუნებებს, შეცდომებს და ასე შემდეგ. კვირის დანარჩენი დღეები კარგია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.