„წავიდა მის უსაყვარლეს შვილთან, ელენიკოსთან...“ - კირა ანდრონიკაშვილი ელდარ შენგელაიაზე
1754328976
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
4 აგვისტო
ამ დღეს შესაძლოა, მოტივაციის ნაკლებობა იგრძნოთ და მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, არაეფექტური და უშედეგოა. საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დაეჭვების ფონზე კი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების რისკი არსებობს. ეს შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და თუ საჭიროა, სამომავლოდ გეგმების ცვლილებებზეც იფიქროთ.
5 აგვისტო
ადამიანებთან ურთიერთობაში შესაძლოა, გარკვეული გაუგებრობები გაჩნდეს და თავი ძალიან მარტოსულად იგრძნოთ. ნდობასთან დაკავშირებული სირთულეები წარმოიქმნება. გახსოვდეთ, რომ ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის. თუმცა, მნიშვნელოვანია, თქვენი დამოკიდებულების მიზეზი გააანალიზოთ და ადამიანები რაღაცებში უსაფუძვლოდ არ დაადანაშაულოთ.
6 აგვისტო
ეს დღე ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას მოგცემთ. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ გააქტიურდეთ, საკუთარი მიზნებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ, ახალი საქმეები წამოიწყოთ, საბოლოოდ დაასრულოთ ის პროექტები, რომლებიც წამოიწყეთ... გექნებათ შანსი, რომ თქვენი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ და თამამი გადაწყვეტილებები მიიღოთ.
7 აგვისტო
ამ დღეს ინტუიცია არ გამოგადგებათ. შესაძლოა, თავი ძალიან დაუცველად იგრძნოთ და ამის გამო, მომატებული შფოთვაც იგრძნოთ. ჯობს, აღნიშნულ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და დრო საკუთარ თავს, დასვენებასა და განტვირთვას დაუთმოთ...ვრცლად