რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული 20 სექტემბრამდე - ეზოტერიკოსის რჩევა

მთვარე

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 

„რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული 14-დან 20 სექტემბრამდე.
მთელი კვირის განმავლობაში მთვარე იზრდება. მივდივართ სავსემთვარეობისკენ და ჩვენი ცხოვრების მოვლენებიც სწრაფად იწყებს დაჩქარებას.

14–16 სექტემბერი - ყველაზე ფრთხილად გასატარებელი დღეებია!
მთვარე მორიელის ნიშანში ჩვენს სიმტკიცეს გამოცდის - შესაძლოა გამოვლინდეს მანიპულაცია, გარედან ზეწოლა ან სხვადასხვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

14 სექტემბერს შავი მთვარე თხის რქის ნიშანში გადადის.

ეს პერიოდი, რომელიც გაგრძელდება 2027 წლის 11 ივნისამდე, დაკავშირებულია კარმული გაკვეთილების გავლასთან - განსაკუთრებით სამსახურის, უფროსებთან ურთიერთობის, პასუხისმგებლობებისა და ძალაუფლების თემებში.

19 სექტემბერი - კარმული დღეა!
ამ დღეს მთვარე თხის რქაში შავ მთვარეს შეუერთდება. ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით იყავით სიტყვებთან და ურთიერთობაში - როგორც ხელმძღვანელებთან, ისე სამსახურებრივი მოვალეობის შემსრულებელ ადამიანებთან და მამაკაცებთან. დაუფიქრებელმა სიტყვამ ან მოქმედებამ შესაძლოა უსიამოვნო სიტუაციამდე მიგიყვანოთ.

კვირის აფირმაცია:

„მე ვიხსნები სამყაროს წინაშე უსაზღვრო შესაძლებლობებისთვის. ყველაფერი, რაც ხდება, ჩემი უმაღლესი კეთილდღეობისთვის ხდება.“

ორშაბათი, 14 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში მორიელში მყოფი მთვარე ჩვენს სიმტკიცეს გამოცდის - მანიპულაციების, გარედან ზეწოლისა და სხვადასხვა ვალდებულების შესრულების მოთხოვნის გზით.

ეს არის დღე, როდესაც ადამიანები შესაძლოა დაგროვილ ნეგატივს ადვილად გადაანთხევენ სხვებზე.
ამიტომ ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. უმჯობესია, შეძლებისდაგვარად შეამციროთ ურთიერთობები და კონტაქტები, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიტუაციები.
 არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი შესყიდვებისთვის!
 ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა დღეს უკვე მიიღოს პირველი გამაფრთხილებელი სიგნალები",- წერს იოსელიანი.